ნავთობის წარმოშობის შესახებ პირველად გვხვდება
ძველი რომაელი არქიტექტორის ვიტრევიუსის ნაშრომებში ჩვ. წ.აღ–მდე I საუკუნეში. თითქმის იმავე წლებში ნავთობზე საუბრობს ასევე სტრაბონი.
ხოლო 100 წლის შემდეგ პლუტარქე. მაგრამ პირველი ნავთობის ჭაბურღილი გაითხარა 1883 წელს
პენსილვანიის შტატში(აშშ). იმ პერიოდში უდიდესი ადგილი ეკავა მსოფლიო სათბობ–ენერგეტიკულ
ბალანსში. შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ქვანახშირმა,
ხოლო შემდეგ ნავთობმა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. სწორედ მათი წყალობით ნავთობი
გამოიკვეთა, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნედლეული, რადგან 1885 წლიდან
იწყება მასიურად ავტომობილების დამზადება და გამოყენება. მეორე მსოფლიო ომის დროს, მასში მონაწილეობდა
40 მლნ ავტომობილი და საწევარი, 150 ათასი ტანკი, 200 ათასი თვითმფრინავი. ამ ომში
(1939-1945 წ წ.) აშშ-მ დახარჯა 146,1 მლნ. ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, დიდმა
ბრიტანეთმა 93,5 მლნ. ტონა, გერმანიამ და იტალიამ მეორე მსოფლიო ომის წლებში დახარჯეს
52,7 მლნ. ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.